სამუშაო ვერსია. საბოლოო ტექსტს იურისტი ამტკიცებს.
მონაცემების წაშლა
ბოლო განახლება: 2026-11-16
თუ Instagram-ში, Messenger-ში ან საიტის ჩატში წერდით ბიზნესს, რომელიც Replisi-ს იყენებს, თქვენი მონაცემების წაშლა სამი გზით შეგიძლიათ მოითხოვოთ.
1. მიმართეთ ბიზნესს
მისწერეთ იმ ბიზნესს (მაგ. სალონს), რომელსაც წერდით, და სთხოვეთ მონაცემების წაშლა. ბიზნესი დაადასტურებს, რომ მოთხოვნა ნამდვილად თქვენგანაა, და წაშლას დაიწყებს.
2. მოგვწერეთ ჩვენ
მოგვწერეთ [email protected]. მიუთითეთ ბიზნესის სახელი, არხი (Instagram, Messenger ან საიტის ჩატი) და თქვენი მომხმარებლის სახელი იმ არხზე. თქვენი ვინაობის დადასტურების შემდეგ მოთხოვნას ბიზნესთან ერთად შევასრულებთ.
3. Facebook-ის ან Instagram-ის პარამეტრებიდან
Facebook-ში გახსენით პარამეტრები → აპები და ვებსაიტები, იპოვეთ Replisi, წაშალეთ იგი და მოითხოვეთ მონაცემების წაშლა. Meta ამის შესახებ ავტომატურად გვაცნობებს; ჩვენ გიჩვენებთ მოთხოვნის კოდს და ბმულს, სადაც მის სტატუსს ნახავთ.
რა ხდება შემდეგ
დადასტურებისთანავე თქვენს მონაცემებს ვეღარ ხედავენ ბიზნესის თანამშრომლები და ასისტენტი. 7 დღეში მონაცემები სამუდამოდ იშლება. რას ვერ წავშლით და რამდენ ხანს რჩება ნაკვალევი სარეზერვო ასლებში, აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.