სამუშაო ვერსია. საბოლოო ტექსტს იურისტი ამტკიცებს.
წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2026-11-16
ეს პირობები ეხება Replisi-ის ([კომპანიის სახელი, ს/კ]) ვებსაიტს და სერვისს. ბიზნესებთან, რომლებიც სერვისს იყენებენ, ცალკე ხელშეკრულება ფორმდება; წინააღმდეგობის შემთხვევაში ის მოქმედებს.
სერვისი
Replisi ბიზნესებს აძლევს AI ასისტენტს, რომელიც მათი სახელით პასუხობს კლიენტებს Instagram-ში, Facebook Messenger-სა და საიტის ჩატში, და ინსტრუმენტს, რომლითაც ბიზნესის თანამშრომლები საუბრებს მართავენ.
AI-ის პასუხები
ასისტენტი პასუხობს ბიზნესის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. ის შეიძლება შეცდეს. ფასები, ჯავშნები და სხვა პირობები საბოლოოდ ბიზნესთან დასტურდება. ასისტენტი არ იძლევა სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ რჩევას.
ბიზნესის პასუხისმგებლობა
- ასისტენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე;
- Meta-ს წესების დაცვა საკუთარ გვერდებსა და ანგარიშებზე;
- კლიენტის მონაცემების წაშლის მოთხოვნების დროული შესრულება.
აკრძალული გამოყენება
სერვისის გამოყენება სპამისთვის, მოტყუებისთვის, სხვისი უფლებების დასარღვევად ან კანონსაწინააღმდეგო მიზნით აკრძალულია.
პერსონალური მონაცემები
იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
მოქმედი კანონმდებლობა
ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.